„როგორც ჩანს, პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა და თავის პატრონებს დაემუქრა, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, მტკიცებულებებს წარადგენს და ალაპარაკებდა როგორც ოქროს მოწმე, როგორც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ისე - საქართველოში მის შემოყვანასთან დაკავშირებით, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.
„გაჩუმების სხვადასხვა ხერხი არსებობს. შესაბამისად, გვინდა, ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ. ბუნებრივია, თუ მისი პატრონები საფრთხეს დაინახავენ, რომ ოქროს მოწმე შეიძლება ალაპარაკდეს, შესაძლოა, მისი მოშორების გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.