ვიღაცამ მეტად უნდა გადასწიოს პიროვნული ამბიციები, ზოგჯერ გაუმართლებელი და საიდან მოტანილი, არავინ რომ არ იცის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
„ძალიან დიდ როლს შეასრულებს მიხეილ სააკაშვილის მშვიდი და პრინციპული პოზიცია, იმიტომ რომ ენმ არის იერარქირებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მსგავსი საქართველოში არ არის. 12 წლიან რეპრესიებს უძლებენ, თან ლიდერი ციხეში ჰყავთ.
ბიძინამ რომ წააგოს, ვიღაცამ ხომ უნდა მოიგოს, ვიღაცამ ხომ უნდა აჯობოს. ვიღაცამ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, ვიღაცამ მეტი პატრიოტიზმი, ვიღაცამ მეტად უნდა გადასწიოს პიროვნული ამბიციები, ზოგჯერ გაუმართლებელი და საიდან მოტანილი, არავინ რომ არ იცის. რას ვხედავთ ჩვენ - ჩვენ თავს ვხედავთ საქართველოში, თუ საქართველოში ვხედავთ ჩვენს თავს? - ამბობს გუბაზ სანიკიძე.