ოპოზიციამ რეალურად იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი და ამაზე მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა ხვალისთვის დანიშნულ შუალედურ არჩევნებს.
"რაც არ უნდა შეაგულიანოს IRI-მა ზოგადად ოპოზიცია კვლევებით , ოპოზიციამ რეალურად იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი და ამაზე მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა.
პოლიტიკური პარტია თუ ხარ ლოგიკურია არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სინამდვილეში რომ იცი ხარ ურეიტინგო და მარტო ქაღალდზე დაწერილი რეიტინგით ხარობ - მაშინ რეალურ არჩევნებს თავს არიდებ." - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.
ხვალ გამართულ შუალედურ არჩევნებში ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს აიჩევენ.
არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს-,,ქართული ოცნების,, სახელით დეპუტატის მანდატის მოპოვებას 30 საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე შეეცდება.ოპოზიციას კანდიდატი არ ჰყავს.
ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მაჟორიტარი დეპუტატი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.
ასევე მერის შუალედური არჩევნები გაიმართება თერჯოლის მუნიციპალიტეტში.