დავით დარჩიაშვილს(ყოფილი დეპუტატი ნაცებიდან) უთქვამს არ მინდა კანდიდატის სტატუსი ოცნების ხელშიო ...ჰო, არც ვიზალიბერალიზაცია გინდოდათ ალბათ ოცნების ხელში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო..! გაგრძელება იქნება! - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის განცხადებას: დავით დარჩიაშვილი: არ მინდა "ქოცებთან" ერთად ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება
"როდესაც ნაციონალურ მოძრაობის ყოფილი ან მასთან აფილირებული ადამიანები ავი ყიჟინით გვეუბნებიან ქართული ოცნების პერიოდში მიღებული კანდიდატის სტატუსი არ გვინდა - სწორედ ეს არის ქვეყნის და ხალხის სიძულვილი და მისი ავმოსურნეობა.საქართველო შარშან ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ! ამის დასტურია თებერვლის დასაწყისში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასება, სადაც თვალსაჩინოა საქართველოს პროგრესი მთელი რიგი მიმართულებით და ამ შეფასებით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანა
იმსახურებდა კანდიდატის სტატუს. მართლაც უსამართლობა იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მაგრამ ევროკავშირს შეუძლია ჩვენი
წუხილი და უსამართლობის განცდა ჩააცხროს - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუს! ქართველო ხალხი თავისი ღირსებით და იდენტობით იმსახურებს ევროკავშირის წევრობას!
პ.ს: დავით დარჩიაშვილს(ყოფილი დეპუტატი ნაცებიდან) უთქვამს არ მინდა კანდიდატის სტატუსი ოცნების ხელშიო ...ჰო, არც ვიზალიბერალიზაცია გინდოდათ ალბათ ოცნების ხელში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო..! გაგრძელება იქნება!"