იმედია ქართული ოპოზიცია როგორმე "გაუძლებს" პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ პოზიტიურ გზავნილებს . - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა ნატო-ს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
"ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: "მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით.ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული კეთილდღეობის ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ ალიანსში იქნება ინტეგრირებული".
იმედია ქართული ოპოზიცია როგორმე "გაუძლებს" პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ პოზიტიურ გზავნილებს . თუმცა შეიძლება მავნე ტრადიციას არ უღალატონ და რამე უნიჭოდ მოკლევადიანი ტყუილიც კი მოიფიქრონ…"