ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამწუხაროდ მრავლადაა ტრაგიკული დღეები, მაგრამ ამ დღეების უკან დგას ამაყი ისტორიები... - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გრეტა წიწავა 1921 წლის 25 თებერვალს, რუსული საოკუპაციო არმიის მიერ საქართველოს გასაბჭოვების 102- ე წლის თავის თარიღს.
"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სამწუხაროდ მრავლადაა ტრაგიკული დღეები, მაგრამ ამ დღეების უკან დგას ამაყი ისტორიები...ხიდი, რომელიც წარსულს და მომავალს აკავშირებს არის გაჟღენთილი სისხლით და გაჯერებული საქართველოს სიყვარულით. თაობებს გადაეცემა მათი შემართება, ვაჟკაცობა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული...დიდება გმირებს!თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა".