პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, რომლითაც რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლების მიერ დაწყებულ „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება.
„ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო - ოპოზიცია და მასთან შეხიდებული ორგანიზაციები ჩვეული შემართებით ცდილობენ დეზინფორმაცია გაავრცელონ, მაგრამ სიმართლე არის გამჭვირვალე და ნათელი! ევროკავშირი არის გამჭვირვალობა!“, - წერს გრეტა წიწავა.