„7 ნოემბრის" შემქმნელებმა, აწ უკვე ოპოზიციაში, ისევ „7 ნოემბერი" უსურვეს „იმედს“. სწორედ ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი-არ დასრულებული წამების დასრულება, დატერორებული ხალხი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

„7 ნოემბრის" შემქმნელებმა, აწ უკვე ოპოზიციაში, ისევ "7 ნოემბერი" უსურვეს იმედს. სწორედ ეს არის ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ჟინი- არ დასრულებული წამების დასრულება, დატერორებული ხალხი, დაშანტაჟებული ბიზნესი და დარბეული მედია! ესენი არიან ქართული პოლიტიკის შავი ლაქა!
ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია " იმედს" და Megi Narsavidze ს“, - წერს იგი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ - „გისურვებთ 7 ნოემბერს“

ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.