"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები თავდაპირველად 5 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ - რესპუბლიკის მოედანი, გმირთა მოედანი, ორთაჭალა, მარჯანიშვილის მოედანი და მთაწმინდა, აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარი მოედნისკენ ამ ლოკაციებიდან მსვლელობით დაიძრნენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მარშს ეხმიანება.
„ეჰ, ვერ შედგა პრაიდანი. თემქის ხევის გახსნაზე მეტი ხალხია“, - წერს წიწავა სოციალურ ქსელში.