ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.

„გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს 10,7%.

„ლელო“ - 10,4%

„გირჩი“ - 5,1 %

„პატრიოტთა ალიანსს“ - 4,2 %

ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%

კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.