კოჯრის გზაზე ავტომობილში ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ადგილზე ავტომანქანას, რომლის მინაც ტყვიისგან დაზიანებულია, საგამოძიებო მოქმედებები უტარდება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.







