"არაერთხელ მითქვამს, მიშა თვითაღიარების დიდოსტატია. აგე, დღესაც ჩაუშვა ხაზარაძე! შიკრიკად ჰყოლია გამწესებული - კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა 7 ნოემბრის საქმეზე მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"არაერთხელ მითქვამს, მიშა თვითაღიარების დიდოსტატია. აგე, დღესაც ჩაუშვა ხაზარაძე! შიკრიკად ჰყოლია გამწესებული. ფარჩაკ კიკუსგან განსხვავებით, ბრწყინვალების ორდენოსანის მისია დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა...
სად იყო და სად არა, მიშას პირში ენა აღარ გაუჩერდა და გაშიფრა მისი ონერი!" - წერს გოგო ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ: გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა   რომ უცხოეთში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა, რათა საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე იმუშაონ.

„ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ უცხოეთშიც და საქართველოშიც. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უცხოეთში საარჩევნო უბნების ყველგან გახსნა. მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე ჩემი წარმომადგენლები. მამუკა ხაზარაძე იყო იქ, თვითონ ამაზე მუშაობს და ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ, ვისაც ხელი მიუწვდება. გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.