გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის გოჩა ჯამარაულის შეფასებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მას მოლოდინი აქვს, რომ გაიმარჯვებს.
კითვაზე, იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დადიოდნენ უბნებზე და ეწეოდნენ აგიტაციას, ჯამარაულმა უპასუხა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
„მსგავსი არაფერი არ ყოფილა. არავინ ჩვენ არ გვეხმარება და ყველაფერი მიდის მშვიდობიანად“, - აღნიშნა ჯამარაულმა.
„აიპრესის“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში წააგებს, რას უსურვებს კონკურენტებს, ჯამარაულმა უპასუხა, რომ „ეს არ მოხდება“.
„მასეთი რამ არ მოხდება, არარსებობს, რომ წავაგო“, - დასძინა ჯამარაულმა.