საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა, სადაც ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენციაში „EducAItion 2026‘‘ მიიღებს მონაწილეობას.

მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ისრაელის განათლების მინისტრ იოავ კიშთან, ისრაელის ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ გილა გამლიელთან. ასევე შეხვდება ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერ ამირ ოჰანასა და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ დავიდ ბიტანს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი იერუსალიმის პატრიარქთან გამართავს შეხვედრას და ეწვევა საკვირაო სკოლას ,,მამული” და იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს.