ოპოზიციის ერთადერთი სამოქმედო არეალი საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებია. ისინი სტუმრის სტატუსით ესწრებიან ამ პროცესებს. აქ მათი როლი აბსოლუტურად ნულოვანია იმიტომ, რომ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, მათ ვერ წარადგინეს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სტრასბურგში ჟურნალისტებთან.

„ოპოზიციას შეიძლება ითქვას, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ერთ-ერთ შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ თუ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება იქნება რაიმე ფორმით მაინც ცნობილი, ეს არის შეურაცხყოფა მთლიანად საპარლამენტო ასამბლეისთვის, ამიტომ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს ერთადერთი სამოქმედო არეალი აქვთ საპარლამენტო ასამბლეის კორიდორები და ისინი სტუმრის სტატუსით ესწრებიან ამ პროცესებს. აქ მათი როლი აბსოლუტურად ნულოვანია იმიტომ, რომ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, მათ ვერ წარადგინეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.