თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა და დაიჯერა, რომ ეს რეზოლუცია რამის მთქმელია.
„გუშინ ევროპარლამენტის ბოლო შეკრება იყო. ორი თვის მერე იქ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვექნება, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღებით ოპოზიცია შეგულიანდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროვოკაციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროვოკაციას ქართველი ხალხი სწორად შეაფასებს“- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზეც ისაუბრა და მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.
„29 აპრილს ჩვენ, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაფერი ქართულია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ერთად დავდგეთ მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად“ - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება