შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა როცა ვიზიტს გეგმავს მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის ბელგიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ შეხვედრას წინ უძღვის ვითარების მოდელირება, იმის შესახებ თუ საიდან წარმოიშვა საქართველოს მიმართ დღეს არსებული დამოკიდებულება, როცა საგარეო კურსის შეცვლის შესახებ საუბარს საფუძველი არ აქვს.

“ბელგიას ეს თემა კარგად ესმის და არა მხოლოდ ბელგიას, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ტრენდი არსებობს. აქედან გამომდინარე, როცა ვიზიტს გეგმავს შალვა პაპუაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მთავარი ამოცანა არის, რომ არგუმენტირებული პოზიციით ჩახვიდე. არ ჩქარობენ [ურთიერთობების გაუმჯებესებას], თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტრიბუნა არ გამოიყენო, რათა რეალობაზე ილაპარაკო, შენი არგუმენტებით მიხვიდე და მოისმინო არგუმენტები. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია და გამოძახილია იმ ვითარებისა რაც მსოფლიოში არსებობს. ეს შეიძლება უბრალო ფორმულაა, მაგრამ ჩვენი ოპონენტების მთელი რესუსრი მიმართულია იქითკენ, რომ ეს უბრალო ფორმულა გადაფარული იყოს რევულუციური აღტკინებებით, რომელიც ვითომ განაპირობა იმან, რომ ვითომ ჩვენ ევროპაზე უარს ვამბობთ, რაც აბსოლუტური სისულელეა”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.