პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების გამოცხადების უფლება არ აქვს.
როგორც მან გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, ამ უფლების გამოყენება მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში აქვს, თუკი პარლამენტი ვერ ამტკიცებს მთავრობას. მისი თქმით, მთავრობა შეიქნა და ბიუჯეტიც დამტკიცდა.
„აქ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს და ვალდებულიცაა, რომ ქვეყანა არ ჩამოიშალოს, მაგრამ პარლამენტი მოქმედებს, ასრულებს იმ შეკვეთებს, რაც გააჩნიათ მხარდამჭერებსაც და რაც არის ინტერესებში იმ ხალხის, თუნდაც ვინც ახლა რუსთაველზე დგას ქუჩაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.