საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
„ძალიან ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა, რომელიც ადრე დაფარული და საკამათო იყო. სად დგას საქართველო? - საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც (არამარტო კანდიდატ ქვეყნებზე). ჩვენ გზისთვის არ გადაგვიხვევია და საგარეო პოლიტიკის ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელზედაც საუბარი ექნება დღეს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება








