არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს ის ბოროტი გეგმა, რომელიც ჩაფიქრებულია. სააკაშვილი მითუმეტეს ამ გეგმის ერთ-ერთი შემდგენელი და ერთ-ერთი ლიდერია, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს ის ბოროტი გეგმა, რომელიც ჩაფიქრებულია. სააკაშვილი მითუმეტეს ამ გეგმის ერთ-ერთი შემდგენელი და ერთ-ერთი ლიდერია. ეს არის ინტერესთა დაკავშირება კონკრეტული ადამიანებისა, ვინც საქართველოში არის და ადამიანისა, რომელიც უნდა ჩამოვიდეს და ეს ინტერესები მოიყვანოს რეალობაში - ეს არის რევოლუცია”, - განაცხადა ვოლსკიმ.