საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს არა მხოლოდ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელთან ტულსი გაბარდთან ჰქონდა შეხვედრა, არამედ სხვა შეხვედრები გამართა და ამის თაობაზე საუბარი იქნება , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

"მაკა ბოჭორიშვილს არა მხოლოდ ტულსი გაბარდთან ჰქონდა შეხვედრა, არამედ სხვა შეხვედრები გამართა და ამის თაობაზე საუბარი იქნება. ახალი პოლიტიკა და ახალი მსოფლიო დღის წესრიგი თანამშრომლობას მოითხოვს, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე. ამ მხრივ, საქართველო და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიო ახალი პოლიტიკის წარმომადგენელია.

ტულსი გაბარდი ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორია. მის მიმართ გაცილებით დიდი შეტევა იყო, უკრაინას დასასანქცირებელ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, თითქოსდა რუსეთის მოკავშირის მიმართ. ეს ყველაფერი მოგონილი სცენარია, რათა ნებისმიერი ქმედება დააზიანონ, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მივყავართ. ამ ორი ადამიანის შეხვედრა გარკვეულ თემებს ეხება, რაც სავსებით ნორმალურია შექმნილ ვითარებაში, ისევე როგორც ამერიკის ელჩის ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს ნორმალურია. არანორმალური და საკუთარი ქვეყნის მტერი უნდა იყო ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ  გარკვეული პოზიცია გქონდეს, თითქოსდა ეს არ შეესაბამება ბაია პატარაიას იდეას, რომ საქართველოში 24-საათიან რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს აქციები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.