პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაიყვანეს.
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ოპოზიციამ დღის წესრიგის დაზუსტებისას განცხადებების გაკეთება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული თემით სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატებმა მათ განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს.
"ყველა ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუს-ით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა. "ქართულ ოცნებას" მივმართავ, თქვენ ახლა იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზში სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მანდატურს მიმართა, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გაეყვანა.
„ასეთი უპატივცემულობა როცა არის, დატოვეთ დარბაზი, მივმართავ გიორგი ვაშაძეს, თუ გაქვთ გამდებადობა, რომ დაარღვიოთ წესები, იმის გამბედაობაც გქონდეთ, რომ მაშინ დატოვოთ დარბაზი და მიიღოთ ამის შედსეგები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.