ამბობენ, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იქნება, რადგან არადემოკრატიული ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არ არის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბათუმში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ. ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ბედნიერად ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში. ამ ხალხს ვეუბნები, ვისაც გვინდა გაგვატარეთ! რას შეგვჭამეთ ბოლოს და ბოლოს! ამდენი შეჭამეთ, ამდენი ძარცვეთ ეს ქვეყანა, თავი დაგვანებეთ!

ამბობენ, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იქნება, რადგან არადემოკრატიული ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არ არის. აქედან გამომდინარე ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენ გვაქვს შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

არის ჩანაწერი, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაიხედოს, თუ რუსული კანონის მიღების პროცესი წინ წავა. ამაზე უარესი ჩანაწერებია. ჩანაწერია, რომ თუ რუსული კანონი არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, შეჩერდეს ევროინტეგრაციის პროცესი. უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ კატასტროფას, სანქციები ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას“,- განაცხადა ვაშაძემ.