გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ძალიან შემართებით და ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია. ძალიან შემართებით, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველ გუნდში თვითდაპატიმრების რეჟიმზე საუბრობენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებმაც კანონი შეგნებულად დაარღვიეს და საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, გარე ძალების დავალებით მოქმედებდნენ.