თუ ვინმე ეიმედება დღეს საქართველოში დღეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ეს არის პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ვართ წინა ფლანგზე, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ამერიკა არ უჭერს მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, რა თქმა უნდა, ის უჭერს მხარს საზოგადოებას, ხალხის ნებას, მაგრამ თუ ვინმე ეიმედება დღეს საქართველოში დღეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ეს არის პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ვართ წინა ფლანგზე ამ ბრძოლის, ქართულ საზოგადოებასთან ერთად და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ,,ტვ პირველის ეთერში".