"დაიშალა ეს მავნებელი მართლაც და სიბინძურის მთესველი ძალა, ძალიან მალე არა იქნება. დავივიწყებთ ამ უბედურებას, რაც 4 წელი ტრიალებს და ოქტომბერში ეს ყველაეფრი გაფორმდება", - ასე აფასებს გიორგი ვაშაძე კოალიციაში მიმდინარე პროცესებს.
ის მიიჩნევს რომ "ქართულ ოცნებას", როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას, არ გააჩნია საკმაო რესურსი არჩევნების მოსაგებად.
"რაც შეეხება ამ პარტიის ცალკე შედეგებს, მე არ მგონია, რომ მათ ძალიან დიდი შედეგები ექნებათ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, უკვე დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს და გამარჯვებასთან ერთად, დაიწყება ქვეყნის აღმავლობის ხანა. იმ შეცდომების გათვალსიწინებით რაც გვქონდა დაშვებული.
რაც შეხება საპარლამენტო საქმიანობას, ვნახოთ ჩვენ პარლამენტში ვართ დღევანდელი დღეც იქნება ამის ერთგვარი ტესტი გაივლიან რეგისტრაციას ისევ ჩააგდებენ კვორუმს, მზად არიან მიიღონ ისევ საპარლოამენტო მუშაობაში მონაიწლეობა, თუ მართლაც მთლიანად ჩამოიშლებიან. ჩვენ ვნახეთ, ოთხშაბთს, რომ დაემალნენ სუსის ანგარიშის მოსმენას. ამიტომ შევხედოთ, ვფიქრობ, დღეს ბევრი კანონია მისაღები და პარლამენტმა, უნდა იმუშაოს. მთავარი ისაა, რომ "ქართული ოცნება" დაიშალა ახლა გინდ შეკრან ახალი კოალიცია და ბლოკი, გინდ გამოკრან არაფერი ეშველება, ამ ძალას. საზოგადოებაც კარგად ხვდება, რომ ასეთ ეკლექტურ გაერთიანებას ხმა აღარ უნდა მისცეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.