პრეცედენტი, რომ მთელი პოლიტიკური ოპოზიცია ერთ სასამართლო პროცესში, ერთ დავაში, ერთ სარჩელში გაერთიანებულიყო, მსოფლიოს არ ახსოვს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა დაკანონდეს.

„პოლიტიკური ოპოზიციის ერთ სარჩელში გაერთიანებას არცერთი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის და არც საერთაშორისო სასამართლოების პარაქტიკა არ იცნობს. მით უმეტეს პრეცედენტულია ჩვენი ქვეყნისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება მილიონი ქართველისთვის არჩევანის რეალურად წართმევას, საფრთხე დგება, პრაქტიკულად ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, კონსულტაციისთვის მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა ეს არ დააკმაყოფილა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ.