სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომელიც მილიონ სამასი ათასს აღემატება, ბოლო 4 წელიწადში 250 ათასი ადამიანით არის გაზრდილი, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ „რუსთავი 2“-ის "დებატების" ეთერში განაცხადა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში 700 ათასზე მეტი ადამიანი არის უკიდურესად ღატაკი და პირდაპირ არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე, და რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა, ამ ადამიანების რიცხვი, სწორედაც ბოლო 4 წელიწადში არის 70 ათასით გაზრდილი და მინდა გითხრათ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომელიც მილიონ სამას ათასს აღემატება, ბოლო 4 წელიწადში 250 ათასი ადამიანით არის გაზრდილი. ეს არის ოფიციალური ციფრები. „ქართული ოცნება“ მისი პრემიერის თამადობით გვატყუებს, რომ თითქოს ბოლო 4 წელიწადში სიღარიბე დასძლიეს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.








