„26 მაისს ქართველ ემიგრანტებთან ერთად მოვედით „ვივამედთან“, რათა მივულოცოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე. ის იყო პირველი, ვინც აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა საქართველოში, პარლამენტის წინ.  

პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წელს, ქართველ ხალხთან და ქართულ ჯართან ერთად, წინ აღუდგა რუსულ არმიას. მაშინ, რუსული არმიის მიზანი ჩვენი ქვეყნის 100 პროცენტის და თბილისის ოკუპაცია იყო, რაც პუტინმა ვერ შეძლო.

 მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ადამიანი, რომელმაც გადადგა დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა ევროკავშირისაკენ წასულიყო.

 ამიტომ, დღეს, 26 მაისს, ქართველ ემიგრანტებთან ერთად მოვედით “ვივამედთან”, რათა მივულოცოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე. მან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბევრი რამ გააკეთა.

 თუმცა, სამწუხაროდ, "რუსული ოცნება" დღეს რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, რომ სხვადასხვა გზებით გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, რასაც აუცილებლად უნდა აღვუდგეთ წინ ერთობით და ერთიანი ძალისხმევით და შევძლოთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელება და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა.“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.