"დიახ, მე მიმიძღვის წვლილი ქუთაისის აეროპორტის რეკონსტურქიციასა და პროექტის განხორციელებაში",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა, რომლის თანახმად ამ დროისთვის მგზავრთა ნაკადი 2 მილიონიანი უნდა ყოფილიყო.

"საბედნეროდ, მოხერხდა ამ აეროპორტის 2016 წლის არჩევნებამდე გახსნა და დღეს ის არსებობს. მაგრამ ის, რაც არსებობს არის მიზერის მიზერი, იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს. ჩვენი გეგმით დღეს უკვე 2 მილიონი უნდა იყოს მგზავრთა რაოდენობა, რაც რეალურად ქუთაისის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნებოდა",- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სწორედ გიორგი კანდელაკის დამასახურებად მიიჩნია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიების შემოსვლა, რომლებსაც მგზავრები საკმაოდ დაბალ ფასად გადაჰყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.