პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჩეხეთის სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა და მომავალშიც ექნება მხარდაჭერა, რისთვის მადლობა გადავუხადე პეტრ კუბერნატს.
სტუმარმა მზადყოფნა გამოთქვა გაგვიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ჩეხეთს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქვს. ვისაუბრეთ იმ პროექტებზეც, რომლებსაც ჩეხეთის სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში ახორციელებს და ბატონმა ელჩმა გამოხატა მხარდაჭერა პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩემი მხრიდან გამოთქმული იყო სრული მზადყოფნა, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კახიანმა.