საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდიამ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანაში არსებულ დეპოლარიზაციას ხელს არ შეუწყობს.

„არა მგონია, რომ ამან დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. მე მგონია, რომ პირიქით. რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და არანაირად არ გვაქვს უფლება, რომ ამაში ჩავერიოთ. მაგრამ ხანდახან საზოგადოებრივი დაკვეთაც უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, როდესაც ბევრი ადამიანი უყურებს“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ  გადაცემაში "იმედი LIVE". 

შეგახსენებთ, 2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყლა