შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილთან შედარებით, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ყინწვისის ანგელოზია - - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მაგათგან (მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან) შედარებით მელია ყინწვისის ანგელოზია. სადაც მერაბიშვილსა და კეზერაშვილზეა საუბარი, იქ ყოველთვის არის ჩაწერები, ინტრიგები, შანტაჟი, ძალადობის ენა და უფრო მეტი რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, რაც მელის შემთხვევაშიც ვიხილეთ - იგივე ივნისის მოვლენები, არჩევნების შემდგომი პერიოდი, მაგრამ სალაპარაკოდ შეიძლება უფრო კომფორტული იყოს. მაგრამ თვითონ ეს პოლიტიკური ძალა ამ მანერებშია გამოწრთობილი და სხვანაირად არ ძალუძს მათ, ნებისმიერი მენეჯმენტის შემთხვევაში“, - აღნიშნა გამსახურდიამ.