"მოდით ასეთ თემაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ იუმორი გადაგვარჩენს ამიტომ ჯერ ერთი აღვნიშნოთ, რომ მას ამაზე საუბარი დღეს არ დაუწყია დიდი ხანია საუბრობენ. როდესაც საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, როგორც ჩანს გულისხმობენ მასონებს და როდესაც საუბრობენ მასონებზე, გულისხმობენ გლობალურ ომის პარტიაზე. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ ოდესღაც შეიძლება ივანიშვილს რომელიღაც ‘’ლოჟაში’’ გაწევრიანებაზე უარი უთხრა, ამის შემდეგ არის ეს გადამტერებული გლობალური ომის პარტიაზე." - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"იუმორს, რომ თავი დავანებოთ, მე გაგახსენებთ, ქვეყნის პირველი პირის ინტერვიუ თუ კომენტარი იყო კობახიძის, რომელმაც ო ბრაიანთან ბოლო შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ჩვენო საქართველოს მოსახლეობასო გლობალური ომის პარტიაზეო მხოლოდ ინფორმაციის 20%-ს ვუზიარებთო, თორემ დანარჩენი ძალიან სახიფათო არისო, აი ო ბრაიანსო ცოტა მეტი, 30% გავუზიარეთო, იმასაც ბოლომდე ვერ ვეუბნებითო, ამიტომ თქვე ჩვენს მდგომარეობაში უნდა შეხვიდეთო და ცოტას გეუბნებითო, 70 %ს ჩვენ არ ვამხელთო. მე მინდა მათ ვთხოვო, რომ 20%-ზე მეტი აღარ გვითხრან. არც ის იქნება ცუდი იდეა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრათ არ გინდათ სანქციები, ერთი ორი კარგი ექიმი გამოვიგზავნეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, ცოტა უფრო მეტი ტვინი უნდა ჰქონდეთ და ცოტა უფრო მეტი გონიერება ეყოთ და არ უნდა მიდიოდნენ, არ უშვებდნენ ასე არ უნდა იდგას საკითხი, არ უნდა მიდიოდნენ, ეს არის სამოქალაქო პროტესტი, არჩევნებამდე ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ამიტომ, სამოქალაქო პროტესტი მთავარია იყოს განგრძობადი და მწვავე. მაგალითად გუშინ ძალიან კარგი ინიციატივა იყო მსვლელობა ექიმების, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების, ყველას პრობლემები აქვს, ყველას დღევანდელ ხელისუფლებასთან აქვს პრობლემები და მსგავსი სექტორალური მხარდაჭერა ამ ახალგაზრდების იქნება ძალიან კარგი. პოლიტიკოსებმა, თუ მართლა უნდათ ამ პროცესში გულწრფელი წვლილი შეიტანონ, დადგნენ უბრალოდ, ისევე როგორც ბევრი დგას და მათ შორის ჩვენც ვდგავართ და ეს რაღაც ფინტები კი არ უნდა ჩაატარონ იმისთვის, რომ სადღაც გამოჩნდნენ, მიკროფონი ხელში ჩაიგდონ და რაღაც სენტიმენტალური ფოტოები დადონ, უბრალოდ უნდა დადგნენ იქ, სადაც ყველაზე საჭიროა და იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ ახალგაზრდებს. ამ ახალგაზრდებს რაც მთავარია აქვთ მიზანი და მოტივაცია, მთავარია ეს მიზანი და მოტივაცია დავიცვათ, იმიტომ, რომ მთავარი გამოწვევა მათთვის რაც იქნება ახლა არის იმედგაცრუება, დრო თავისას მაინც შვრება. ივანიშვილის მთავარი მიზანია და თქვა კიდეც, რომ ენერგიას ახლა დავახარჯინებ, დავქანცავ ამ ხალხს, რომ არ მივიდეს არჩევნებამდე ეს მუხტი, ამასთან ერთად მიზანია ეს კანონი მიიღონ და ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანას არჩევნებზე ნორმალური საზედამხედველო ფუნქციები არ ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამ კანონის მიზანია, ქვეყანამ ვერ განაგრძოს ევროპისკენ სვლა და ამით ასევე არჩევების კონტექსტში, ყურადღება იყოს ბევრად უფრო ნაკლები, ბევრი მიზანი აქვს იმისთვის, რომ არჩევნების გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ რაღაც მომენტში ნებისმიერ ხელისუფებას და განსაკუთრებით საქართველოში ხომ სჭირდება აუცილებელი დონის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და თუ ეს ახალგაზრდები, კეთილსინდისიერი ახალგაზრდები მარტივი მიზანი აქვთ, ჩვენი მიზანია მარტივი, ჩვენ გვინდა დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ არის ახლა მარტივად რომ დააკვირდეთ ბოლო გამოსვლა რაც იყო, ძალიან ბევრი ილაპარაკა კონსპირაციების თეორიებზე, ომის პარტიაზე, ისიც თქვა, რომ თურმე ომი სტრატეგიულმა პარტნიორებმა დაიწყეს, ბევრი რაღაც თქვა, მაგრამ ბოლოს მაიც ის თქვა, რომ ესენი ყველანი ცუდები არიან, მაგრამ 2030 წელს მაინც ევროპაში შეგიყვანთ. რატომ? იმიტომ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში დგანან უმტკიცებენ არა მხოლოდ მთელ მსფლიოს, რომ საქართველო უკვე ევროპული თაობის მქონე ქვეყანა, არამედ დღევანდელ ხელისუფლებასაც, რომ ეს ფასეულობა თავიანთი არ შეიცვლება.
ადრე თუ გვიან, როგორც კი ეს ყველაფერი გადაივლის, როცა შენ არ გაქვს არაფერი შესთავაზო პოზიტიური დღის წესრიგი შენს მოქალაქეებს და შენ გინდა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, რას აკეთებ, დემოკრატიულ პროცესს სპობ, რაც ამ კანონით ხდება, დემოკრატიული პროცესის მთავარი ხერხემალი - ეს არის არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობა, მეორე, როცა ხედავ რომ ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებ, ეს მიუღებელია იმ სტრატეგიული პარტნიორებისთვის და ორიენტაციისთვის, სადაც მიილტვი, სადაც უნდა იყო და სადაც მიილტვი ორი შემდეგი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას და აქტიურად იქით უნდა იმოძრაო, ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ხელისუფლება, ხვალ და ზეგ შეიძლება გამოვიდნენ და ისევ ომით დაგვაშნონ, ან რაღაც პოზიტიური მოტივაციის მაგვარი რაღაცა დაგვპირდნენ.
კანონს კი ვერ თარგმნიან როგორც ნორმალურს, უკვე თავის თავს ვერ თარგმნიან, როგორც ნორმალურს, ეს ახალგაზრდები, რომლებიც ასე თანმიმდევრულად, ხანდახან მაღალ რეგისტრებში, ტურბულენტობა იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ეს ჰორიზონტალური მართვა, როცა არ არის გამოკვეთილი ერთი ლიდერი, როცა პასუხისმგებლობები გადანაწილებულია, როცა ერთ ჯგუფს ცოტა გაუჭირდა მეორე ეხმარება და ძლიერდება, როცა ერთ სექტორს ახალგაზრდებს აქ უჭირთ ექიმები ეხმარებიან, როცა ექიმები დაიღლებიან მასწავლებლები მიეხმარებიან, რატო ხდება ეს, ეს ხდება იმიტომ, რომ ის ფასეულობა, რომლისთვისაც ეს ახალგაზრდები დღეს ქუჩაში დგანან, არის ღირებულება თითოეული ჩვენგანისთვის, მიუხედავად იმისა რომელ სექტორში ვშრომობთ, ქვეყნის შიგნით ვცხოვრობთ თუ ქვეყნის გარეთ. მე დარწმუნებული ვარ, თუ ტოქსკური პროცესები რადიკალიზაციისკენ არ წავა, ეს ახალგაზრდები შეძლებენ შეინარჩუნონ ეს კეთილსინდისიერი, ალალი პროტესტი, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება." - განაცხადა გიორგი გახარიამ.