"გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგან ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა." - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროპარლამენტის მისამართით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას სოციუალურ ქსელში ეხმაურება:

"გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგტიმური პრემიერის, კობახიძის ენით.

გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგან ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა." - წერს გიორგი გახარია.

ცნობისათვის: ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც ეხება საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ამის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტს საგანგებოდ მიმართა:„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან

პრემიერი: "2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან"