„ნაციონალურ მოძრაობა“- „წითელი ხაზია“, „ოცნება“ -„ლურჯი ხაზია“ იმიტომ, რომ დღევანდელი „ოცნება“ მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის კოალიცია სხვაა და თანამშრომლობა სხვა რამეა. კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „წითელი ხაზია“, „ოცნება“ „ლურჯი ხაზია“ იმიტომ, რომ დღევანდელი „ოცნება“ მიუღებელია. დღეს, ერთის მხრივ, „ოცნება“, პროპაგანდისტულ სისტემას რომ გადახედოთ, გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს არჩევანი, არის მხოლოდ ბოროტი „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ კეთილი, სამართლიანი და პატრიოტი „ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ არა, არ არსებობს არჩევანი, არის მხოლოდ პროგრესული „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსული ოცნება“. სინამდვილეში, ნამდვილი არჩევანი არის ამ ორი რადიკალური ძალის მიღმა. საქართველოს მოქალაქეებმა ეს უკვე დაინახეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ, „ნაციონალური მოძრაობის“, ამ რადიკალურ, ბრუტალურ რევანშისტულ განწყობებს და ძალიან კარგად ხედავენ „ოცნების“ რაღაც კორუმპირებულ , ინფანტილურ [დამოკიდებულებას]... ერთი ვერაფერი გააკეთეს. ამხელა ადამიანი დააბრუნეს, იძულებით გამოიყვანეს, აქტიურ პოლიტიკაში დააბრუნეს და რა? რაიმე პრობლემა გადაწყდა, რაიმე კითხვებს პასუხი გაეცა, მართვის სისტემა დაიხვეწა? პირიქით, გაურკვევლობის ხარისხის სულ უფრო და უფრო გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.