დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.