სამწუხაროა, რომ ბატონი კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეს მარტივად რომ ვთქვათ. მეორე მხრივ, ეს არის აბსურდული განცხადება. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
"საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ ჩვენს მეგობრებს, დებს და ძმებს, დაეღწიათ თავი იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მათ სახელმწიფოში. ისინი თავს ნამდვილად ნორმალურად გრძნობენ.
საქართველოს სახელმწიფომაც დაამტკიცა და დაანახა ყველას, რომ საკუთარი რესურსებით, ყველას დახმარების გარეშე გვერდში დაუდგა ამ ადამიანებს. საუბარი საფრთხეებზე არის აბსოლუტურად გამოგონილი და უსაფუძვლო. რაც შეეხება ამ კონკრეტული დიპლომატის განცხადებას, ვთვლი, რომ ეს იყო უკიდურესად არადიპლომატიური განცხადება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემდეგ, უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ.