„მე მჯერა, რომ დღეს ყვარელში მიშასთან შეკრებილ ჩვენს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად შევძლებთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რუსის მარწუხებისგან გათავისუფლებას, რაც მიშას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს.“ - წერს „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში.
"დღეს ვერ შევუერთდი ჩემს მეგობრებს ვინაიდან არ ვიმყოფები საქართველოში. ახლა, როგორც არასდროს ისე გვჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და ეფექტური მუშაობა მიშამ და მისმა გუნდმა ერთხელ უკვე შეძლო და გაათავისუფლა ქვეყანა რუსის მონობისაგან.
ზუსტად ამის გამო, ის დღეს პუტინის პირადი პატიმარია და ქართველების ხელით (კვლავ პუტინის საამებლად) მირთმეული “საჩუქრის” შედეგად მკურნალობა სჭირდება.
მიშა უნდა გავათავისუფლოთ ტყვეობიდან და დავასრულოთ ეს დიდი ეროვნული სირცხვილი.
მე მჯერა, რომ დღეს ყვარელში მიშასთან შეკრებილ ჩვენს მეგობრებსა და თანამებრძოლებთან ერთად შევძლებთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რუსის მარწუხებისგან გათავისუფლებას რაც მიშას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს.
დრო ცოტა გვაქვს, საქმე ბევრად მეტი! დღეს შეკრებილ ენმ- პოლიტსაბჭოს ისტორიული როლი აქვს ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში.
წარმატება ძალიან გვჭირდება და გვექნება აუცილებლად პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ღირსეული გამარჯვება მტერზე მალე უნდა ვიზეიმოთ.“ -წერს გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში.