„ნებისმიერი ადამიანის წასვლა პარტიიდან არ არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის: რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

" ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას - ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის." - ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი იმედა კევლიშვილის განცხადებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, თელავის საკრებულოს წევრმა "ნაცმოძრაობა" დატოვა - "პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად, ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს"