სააკაშვილის მიმართ სიკვდილის ქრონიკაა გამოცხადებული... პუტინს მისი პირდაპირ მოკვლა რომ უნდოდეს, დიდი ხნის წინ მოკლავდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, თანამებრძოლი შეშფოთებულია, როგორ გაიგოს და ინტერპრეტაცია როგორ მოახდინოს ამ ვითარების. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დრამატული ვითარება გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პუტინის ტყვეობაში. მეორე, ის, რიმ ჩცენ ყველამ პირდაპირ დავინახეთ მის მიმართ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ახლა საუბედურო ვითარება გვაქვს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სიკვდილ-სიცოცხლის პირას არის. პუტინს რომ უნდოდეს სააკაშვილის პირდაპირ მოკვლა, მას დიდი ხნის წინ მოკლავდნენ, მას არ აწყობს, რომ მისი დაკვეთით იყოს მოკლული. მას უნდა წარმოაჩინოს ისე, თითქოს შემთხვევით ვითარება გართულდა და რეჟიმი არაფერ შუაშია.რამდენი  ადამიანი კვდება იგივე ციხეში. ამიტომ გადაიყვანეს ჯერ გორის ჰოსპიტალში მერე ახლა ამ კლინიკაში, რათა წარმოჩინონ, რომ მას მკურნალობენ და ეპყობიან, როგორც ჩვეულებრივ პატიმარს, უნდათ, რომ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლოს და მოკვდეს," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.