“გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ, არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. მკაფიოდ უნდა გავავლოთ ხაზი, რომ არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება
მოღალატეთა რეჟიმისა არა.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ “ნაციონალურიმოძრაობისა და საქართველოში მოქმედი პროდასავლური პარტიების ერთობლივ განცხადებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში.

ამასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არჩევნები გვინდა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რომ გინდა არ არის აუცილებელი რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმი ამას დაარქმევს არჩევნებს, შესაბამისად ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა პატრიოტი ადამიანების, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია აპროტესტებენ 2024 წლის არჩევნების გაყალბებას, ეროვნული ინტერესების ღალატს, კონსტიტუციის დარღვევას, უარის თქმას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჩვენ ძალიან მკაფიო ზღვარი გავავლოთ რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, 8 პოლიტიკურმა პარტიამ უარი განაცხადა 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე - განცხადება

ცნობისთვის, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარედება