"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "რუსული კანონის" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ვეღარ გააგრძელებენ
ფუნქციონირებას.
გიგი წერეთელის თქმით, ის, რაზეც სენატორი შაჰინი საუბრობს, უკიდურესად შემაშფოთებელი ტენდენციაა და ბუნებრივია, უკავშირდება იმ საერთო სურათს, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა ანტიდასავლური კამპანიით და რუსული ტიპის კანონის მიღებით.
„თუ კი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ თავიანთ პროგრამებს, ფუნქციონირებასა და განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში არ იქნება მათი მხრიდან დაკვირვება, რა თქმა უნდა, არჩევნების ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ეს ყოველთვის ასე ხდება, მსგავსი ტიპის მნიშვენლოვანი ორგანიზაციები, მათ შორის, ეუთო / ოდირი და სხვები თუ არ აკვირდებიან არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხზე და საარჩევნო სტანდარტებზე საუბარიც არ არის.
შესაბამისად, საზოგადოებაში უნდა იქნეს დასკვნები გამოტანილი, თუ რამდენად აუცილებელია მმართველობის ცვლილება ოქტომბრის არჩევნებზე - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორის განცხადებით, ამერიკული "ენ-დი-აი" (NDI) და "აი-არ-აი" (IRI) გვეუბნებიან, რომ ისინი ვერ შეძლებენ საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას