„ნაციონალური მოძრაობა“ არის ალიანსის წევრი, მაგრამ მისი აქტიურობა არ არის ისეთი, როგორიც სხვა წევრების და ამიტომ, კითხვის ნიშნები ისმება, -  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოპოზიციური ალიანსის წევრმა, გიგი წერეთელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ალიანსის საფუძველი არის შეთანხმება და გარკვეული წესები, რომელიც ჩვენ პირველად დავაწესეთ ერთმანეთთან, მათ შორის, ეთიკის საკითხებში, ურთიერთობის საკითხებში, თანასწორობის პრინციპი და ბუნებრივია, აქტივობაც. ახლა, ნუ რა დასამალია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენად აქტიური შეხვედრებზე დასწრებაც არ იყო, მაგრამ ჩვენ, მე პირადად, საერთოდ ვთვლი, რომ არ არის საჭირო რაღაცის ჰიპეტროფირება, მაგალითად, თუ შიდა პრობლემებია მოსაგვარებელი და არის როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“, საკითხები, შიდა რეფორმები, რესტრუქტურირება, პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა და რაღაცნაირად, ამას ვაბრალებ და ვაბრალებდი ამას. მაგრამ, ახლა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, რაღაც დრამატულ ცვლილებებს ამ მხრივ, არ უნდა ველოდეთ. არის მოცემულობა, რაც არის, ამ შემთხვევაში ოფიციალურად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ალიანსის წევრი, მაგრამ მისი აქტიურობა არ არის ისეთი, როგორიც სხვა წევრების და ამიტომ, კითხვის ნიშნები ისმება, მე ეს ძალიან კარგად მესმის. ამაზე თავად გასცემენ პასუხს, მე ვერ ვილაპარაკებ მათი სახელით“, – განაცხადა წერეთელმა.