"ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თქმითაც, ის კვლავ რჩება პრეზიდენტად.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.
"არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილისთვის ურთულესი პერიოდია იმ გაგებით, რომ დესტრუქციული გეგმა განავითაროს. რასაკვირველია, მისი განცხადება პირდაპირ უპირისპირდება არა ახალ არჩეულ პრეზიდენტს, არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა.
ბოლომდე შეეცდება, რომ ეს გეგმა განავითაროს, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა შეთქმულებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.