ცუდი არაფერია იმაში, თუ თვალი აეხილება ვინმეს და იტყვის, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა, რომლითაც უნდა დაუპირისპირდე ხელისუფლებას და თავად მოხვიდე, მაგრამ როცა მუდმივად ამის საპირისპიროდ მუშაობ, საზოგადოებას შესაბამისი დასკვნები აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შეკითხვა, რომელიც ხელისუფლების მიმართ გაისმის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებზე, წმინდა სახის სპეკულაციაა.

„მათ თუ აირჩიეს გეგმა და თავის დამოკიდებულება გამოხატეს, რომ სწორედაც არჩევნებია ის გზა, რომლითაც ხელისუფლებაში უნდა მოხვიდე, მნიშვნელოვნად დაგვიანებულია, ვინაიდან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკვე არსებობს ინსტრუქცია, რომელიც გამაგრებულია ფინანსური რესურსებით და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით. ასე რომ, ჩერგოლეიშვილი რას იტყვის ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თავისი პოზიცია უნდა შეცვალოს ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ჩვენ ვეძახით ომის პარტიას ან ომის პარტიის მხარდამჭერებს და რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავინ, ვერც არასამთავრობო ორგანიზაცია და ვერც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, თავის არსებობას კონსტრუქციული გზით ვერ განავითარებს შევეჯიბროთ ერთმანეთს საქართველოს ვინ უკეთესი მომავალი შეიძლება, შეუქმნას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ურთულესი მისია დაისახა, რაც ეკლესიაში შეღწევის თემას ეხება.

„არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ჰქონდეთ რაიმე სინანულის განცდა იმაზე, რაც თქვეს, როგორც იმოქმედეს ეკლესიის მიმართ, რა პოზიციაც გამოხატეს და ვის დავალებებს ასრულებდნენ. არავითარი სინანული არ არის. ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. რწმენა, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც ეკლესია იცავს, რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედაბოძია ნებისმიერი ქვეყნის სიმყარისთვის. ამაზე მიდის ახლა შეტევა და თითქოს აქ შესვლის თემას ავითარებენ. მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს. ძალიან მძიმეა დანაშაული ამ მიმართულებით, თუნდაც ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხები ავიღოთ, თუნდაც ქართველი ხალხის, საზოგადოების და ისტორიული მემკვიდრეობის. ყველა საკითხთან დაკავშირებით კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან ბნელი წარსული აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ