დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა განაგებდეს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელის აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს.

„დაკავშირებადობის ფორუმზე საქართველოს დასახელება, როგორც დაბალი რანგის სტუმარი, საკმაოდ პრობლემურია, რადგან შუა დერეფანში, დაკავშირებადობაში ჩვენს როლს სიდაბლე არ ახასიათებს. საქართველო არის, იყო და მომავალშიც საკვანძო ტერიტორიად დარჩება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ზოგს სურვილი აქვს, რომ მმართველი მარიოენტული ხელისუფლება იყოს და არა „ქართველი ოცნება“, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს და სერიოზულ შემოტევებს საკმაოდ ხისტადაც პასუხობს. დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას თუ ვინ უნდა განაგებდეს. მათი აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის მზადყოფნა აქვს, რომ ცალ ფეხზე დადგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.