არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღალატის ასეთი ხარისხი შეიძლება იყოს დაშვებული, სამწუხაროა, მაგრამ დე ფაქტო თუ დე იურე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომელთაც საფრთხეების გამოყენებით უნდათ, საქართველოს დანგრევა უნდათ.

„არიან ადამიანები, რომელთაც საფრთხეების გამოყენებით უნდათ, საქართველოს დაჩოქება, დაშინება, დანგრევა და ქვეყნის შეუქცევადი გზით წაყვანა, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო. სალომე ზურაბიშვილმა თავისი აქტივობით ყველას გადააჭარბა. რაც მოვისმინეთ, სკანდალია, რომელიც საქართველოს არასოდეს უნდა დაავიწყდეს. არცერთ თაობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ღალატის ასეთი ხარისხი შეიძლება იყოს დაშვებული. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დე ფაქტო თუ დე იურე პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე წავიდა.

ეს ერთადერთია ვინც თქვა და ვინც არ თქვა? – პრაქტიკულად ევროკავშირის ყველა წევრისთვის არის მოწოდება, რომ არჩევნები არ აღიარონ. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა ისე უგულებელყონ, რომ არც წაიკითხონ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ უნდა ცნონ. მისი პოსტის გამოყენებით ქვეყნის მიმართ ასეთ მძიმე პოლიტიკურ და მორალურ დანაშაულს სჩადის“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა: „ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.