პრიგოჟინი ჯაბაა, თავდაცვის გენერალი კიტოვანი, კასიანოვოობრაზნი შევარდნაძე - ისტორია ბუმერანგის პრინციპით მეორდება - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მოვლენების სავარაუდო განვითარება:
გენერალიტეტის ნაწილი უარს იტყვის “ვაგნერთან” დაპირისპირებაზე, რაც დასრულდება ე.წ. “სამხედრო საბჭოს” შექმნით.
მოხდება ცენტრალური ხელისუფლების პარალიზება. პუტინი გაიქცევა პეტერბურგში, ან ჩეჩნეთში.
მოლაპარაკებების შედეგად პუტინი გადადგება ან გაქრება.
სამხედრო საბჭო დანიშნავს დროებით პრეზიდენტად ვინმე კასიანოვოობრაზნის.
უკრაინას დაუბრუნდება ყველაფერი.
კასიანოვოობრაზნი ცოტა ხანში პრიგოჟინს და გადატრიალებაში მონაწილე ყველა გენერალს დაიჭერს და გამოაცხადებს ახალ “პერესტროიკას” დასავლეთის დახმარებით.
მოკლედ, პრიგოჟინი ჯაბაა, თავდაცვის გენერალი კიტოვანი, კასიანოვოობრაზნი შევარდნაძე.
ისტორია ბუმერანგის პრინციპით მეორდება და პირდაპირ შუბლში ხვდება იმპერიას…
ინსპირაცია - გია მორდეხაშვილი“,- წერს ხუხაშვილი.