„ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს პრეზიდენტი, როგორც „კოჭლი იხვი”, რეალურად კი თავადაა ერთი კაცის მფლობელობაში არსებული „კოჭლი იხვების“  ფერმა,- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „სალო,ე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლიგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“.

„რადგან ქართული ოცნების ამოცანაა წარმოაჩინოს პრეზიდენტი, როგორც “კოჭლი იხვი”, რომელსაც აღარაფერი შეუძლია, მან უნდა აჩვენოს მაქსიმალური პოლიტიკური და ინსტიტუციური აქტივობა, რის შედეგადაც დავინახავთ, რომ რეალურად “ქართული ოცნებაა” ერთი კაცის მფლობელობაში არსებული კოჭლი იხვების  ფერმა“, - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა